კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ჩეხეთი სკოლების გახსნას 1-ლი მარტიდან გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
სკოლაში ტესტირება რეგულარულად ჩატარდება.
ცნობისთვის, სკოლები ქვეყანაში ოქტომბრის შემდეგ დახურულია. ჩეხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 1,090,860 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს 18,250 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 969,154-ს შეადგენს.











