კორონავირუსის ახალი შტამისთვის ვაქცინის შექმნა ჯერჯერობით, არ იგეგმება, – ამის შესახებ დაავადებაათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ბრიტანელ კოლეგებს ახალ შტამზე სამეცნიერო პუბლიკაციები არ გამოუქვეყნებიათ. არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, ამ შტამისთვის ახალი ვაქცინის შექმნა არ გახდება საჭირო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











