ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კორონავირუსის ახალ ტალღასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბოს, რომ ამის მოლოდინი, ზოგადად, ყველა ქვეყანას აქვს. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა.
„კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას და რეგულაციების უგულებელყოფას.
ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის. მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მცირე დარჩეს არავაქცინირებული ჯგუფი.
ამასთანავე, მზაობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით, მიმდინარეობს რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა. კიდევ ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემების იქნება ახალი მედიკამენტური მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.94%-ია.











