დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის 1469 ადამიანი არის სიმპტომიანი პაციენტი.
„1469 პაციენტი არის სიმპტომიანი, 2 დიალიზზეა, აქედან 90 სამედიცინო პერსონალია. ასევე გვაქვს კონტაქტი ინფიცირებულებთან.
ამასთან, გვაქვს სატვირთო ავოტომობილის მძღოლების ერთეული შემთხვევები. თავშესაფრის პერონალში, იუსტიციის და შსს-ის თანამშრომლებში, ეს არის 2-დან 4-მდე ადამიანი თითოეულ ჯგუფში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











