Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 648 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე თვეში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 2 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 ადამიანი კი გარდაიცვალა.











