კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევებიდან 683 თბილისში ფიქსირდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
დღეს ქვეყანაში ვირუსის სულ 1696 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 2906 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 12.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ-სასტუმროში – 2346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.











