ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე განმარტავს, როგორია კორონავირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით.
როგორც იგი აღნიშნავს, დედაქალაქში ინფიცირებულების რაოდენობამ სხვა დღეებთან შედარებით მოიმატა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
აჭარა – 297; თბილისი – 78; იმერეთი – 52; სამეგრელოში, გურიასა და შიდა-ქართლში – 6; ქვემო-ქართლი – 2; კახეთი – 3; მცხეთა-მთიანეთი – 2; სამცხე-ჯავახეთი – 1.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე გამოჯანმრთელდა 295 ადამიანი, გარდაიცვალა 5. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 46-ს შეადგენს.











