კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კომენდანტის საათი დაწესდა ესპანეთში. ამის შესახებ BBC წერს.
ხელისუფლებამ შესაძლოა რეგიონებს შორის მოგზაურობა აკრძალოს.
ახალი შეზღუდვები დააანონსა იტალიის პრემიერ-მინისტრმაც. ქვეყანაში დაიხურება კინოთეატრები, სავარჯიშო დარბაზები და საცურაო აუზები. საღამოს 6 საათიდან კი ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ წაღების მომსახურების შეთავაზება შეეძლებათ.
იტალიაში ბოლო მონაცემებით 21 200 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან გარდაიცვალა 128 ადამიანი.
ამასთან საფრანგეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 52,010 ახალი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.











