კორონავირუსის გამო თბილისში კიდევ სამი საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმ ნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ დაუდასტურა.
ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, 205-ე, 46-ე და 113-ე ბაღები დაიკეტა.
დღეს, „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ COVID-19-ის დაფიქსირების გამო მთელი თბილისის მასშტაბით 18 ბაღი დაიკეტა. მოგვიანებით მათ რიცხვს 2 საჯარო ბაღი მიემატა, ამ დროის მონაცემებით კი დედაქალაქში 23 საბავშვო ბაღს აქვს მუშაობა შეჩერებული.
სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან 5 დღეში, Covid-19-ის გამო, თბილისში 18 ბაღი დაიკეტა











