დღეს, სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღმა, ერთ-ერთ თანამშრომლისათვის კოვიდ-19-ის დადასტურების გამო, ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა.
თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ბაღი 12 დღის განმავლობაში არ იმუშავებს.
„ქალბატონს, რომელიც ბაღში დიასახლისად მუშაობდა ვირუსი დღეს დილით დაუდგინდა. ინფიცირების წყარო უცნობია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა თანამშრომელ თვითიზოლაციაშია გადაყვანილი,“- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.
ინფიცირებული პირი შტატში მყოფი თანამშრომელია და მას ბაღის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.
ექიმები ბაღის მთლიან პერსონალს, კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.
ვარდისუბნის საბავშვო ბაღი, 12 ოქტომბერს გაიხსნა და სააღმზრდელო პროცესი დღემდე მიმდინარეობდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











