დღეიდან თურქეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ხალხმრავალ ქუჩებში სიგარეტის მოწევა იკრძალება. ეს შეზღუდვა ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
„წინათ გამოცემული ცირკულარით საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილას, გარდა საკუთარი სახლებისა, მოქალაქეებს დაევალათ პირბადეების ტარება, გამონაკლისების გარეშე. მაგრამ, სიგარეტის მოწევის დროს, ასეთ ადგილებში, ზოგიერთი იხსნის ნიღაბს. ამის გამო, 12 ნოემბრიდან ყველა პროვინციაში შემოღებული აკრძალვა ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.











