კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,72 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა აღნიშნული.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი კი, 1,24 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











