თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, როგორ ნაწილდება კოროანვირუსის 196 შემთხვევა რეგიონების მიხედვით.
მისი განამრტებით, ყველაზე მეტი რიცხვი, მაინც აჭარას უკავშირდება.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
აჭარა 145; თბილისი 29; იმერეთი – 8; შიდა ქართლი – 4; ქვემო ქართლი -3; გურია – 4; სამეგრელო-ზემო-სვანეთი -2; ფოთში -1; მცხეთა – 1.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 196 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 2758-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია 1412 ადამიანი.











