კორონავირუსის გართულებით, კახეთში კიდევ ერთი მედიკოსი გარდაიცვალა.
კოვიდ-19-მა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი იმსხვერპლა.
52 წლის ექიმი-ტრანსფუზიონისტის მარინე ნოზაძე, ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ვირუსს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა.
ექიმების განმარტებით, გარდაცვლილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.
კორონავირუსით ექიმის გარდაცვალება, ცენტრალურმა საავადმყოფომ ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.
მარინა ნოზაძე საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა.
კახეთში, კორონავირუსით უკვე ათამდე მედიკოსი გარდაიცვალა, არცერთი მათგანი, ვაქცინირებული არ იყო.
ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში, კვლავ რთულია და ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ოთხასზე მეტია.











