დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში – 489, იმერეთში – 823, ქვემო ქართლში – 372, შიდა ქართლში – 381, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377, კახეთში – 328, მცხეთა-მთიანეთში – 143, სამცხე-ჯავახეთში – 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.
შეგახსენებთ, 9 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 3895 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 38.











