ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ქვეყანაში აღმოჩენილია კოვიდის ახალი შტამი. ჯერჯერობით ვირუსის ახალ ვარიანტსა და ინფიცირების შემთხვევების სწრაფ ზრდას შორის კავშირი არ დასტურდება“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ მსოფლიოში უკვე ცირკულირებს ვირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსით 11,734,058 ადამიანი დაინფიცირდა.











