თუკი ქვეყნები ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოიყენებენ, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მალე დაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის დიდხანს იარსებებს, – ამის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გახდება.











