დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამზე საქართველოში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
მისი თქმით, ამ პროცესს რამდენიმე დღე სჭირდება და პასუხი შემდეგ ეცოდინებათ.
„რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, დიახ, საეჭვო შემთხვევებია. იქ, სადაც ეს გენი არ იყო იმ შემთხვევებსაც ვიკვლევთ და მიმდინარეობს რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება. ამას რამდენიმე დღე სჭირდება იმ სეკვენატორებზე, რაც ჩვენ გვაქვს. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას ნუკლეოტიდებამდე და შემდგომ შედარებას, არის თუ არა მუტაცია მის გენომში. საკმაოდ რთული სამუშაოა”, – განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.











