ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, ორის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტთა რაოდენობა 87,7%-ია. კოვიდცენტრებში კი 136 დადასტურებული შემთხვევას მკურნალობენ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 883 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5 640 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.











