კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, თბილისის გარდა, ქუთაისშიც შეინახავენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განმარტა.
„ჩვენთან ისედაც ინახება სხვა ვაქცინები, რომლებსაც გეგმიური ან არაგეგმიურის ვაქცინააცისთვის ვიყენებთ, მათ შორის, წითელასა თუ გრიპის ვაქცინებს. როგორც წესი, ჩვენს ცენტრში ხდება თავმოყრა და შემდეგ მიეწოდება იმერეთის რეგიონებს. ჯერჯერობით არ ვიცით რა ოდენობის და რომელ ვაქცინებს მივიღებთ კორონავირუის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ რაც იქნება საჭიროება ყველა მოვათავასოთ სამაცივრე განყოფილებებში“,- ამბობს გოჩა გიორგიძე.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ,,კოვაქს” პლატფორმასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ქვეყანა ჯერ ფაიზერს, სემდეგ კი ასტრაზენეკას ვაქცინებს მიიღებს. მოსახლეობის ვაქცინაცია კი შესაძლოა სამ ან ოთხ ეტაპად დაიყოს.
ავტორი: კესო მოლაშხია











