თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომელ რეგინებს მიეკუთვნება კორონავირუსის ახალი 179 შემთხვევა.
როგორც იგი ამბობს, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებსა და ჰოსპიტლის შემდგომ სასტუმროებში სულ 1488 პაციენტი იმყოფება.
რეგიონების მიხედვით ინფიცირებულების გადანაწილება ასეთია:
აჭარა – 126; იმერეთი – 16; თბილისი – 15; სამეგრელო-ზემო-სვანეთი- 7; მცხეთა- 7; გურია-4; კახეთი – 4
მისივე თქმით, ცენტრებში მოთავსებული პაციენტებიდან 9 არის კრიტიკულად მძმიე. ასევე, მძიმე პაციენტების სია 60-70-ს შორის მერყეობს.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცრებულების რაოდენობა 2937-ს შეადგენს.











