საქართველოში დაფიციქრებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება. თბილისში დღეს ვირუსის 240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა – 76, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 13, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ცნობისთვის, 10 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსით 506 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გარდაიცვალა.











