საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
15 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 868 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა – 92, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 51, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 77, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.56 %-ია.











