საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
17 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 716 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 321, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192, კახეთი – 263, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ცნობისთვის, საქართველოში 17 სექტემბერს კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.47%-ია.











