კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, ცნობილია, რომ დღეს იმერეთში უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე აჭარაში.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისი – 425; , იმერეთშ – 372; აჭარა – 193; გურია – 21; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27; ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა.
ცნობისთვისს, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 326, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.











