დღეს საქართველოში დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დედაქალაქში ფიქსირდება.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაოდენობით თბილისს ისევ აჭარა მოსდევს.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარა – 545, იმერეთი – 305, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 56, გურია – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანრმთელდა 1262, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3832.











