დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში, შემდეგ კი იმერეთსი ფიქსირდება.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან აჭარას უკვე იმერეთმა გადაასწრო.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწიელბა რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 328, იმერეთში – 368, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 401 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 20.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 335.











