დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა. თბილისში დღეს ვირუსით 86 ადამიანი დაინფიცირდა. არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო-სვანეთში.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21,გურია-3, სამეგრელო – ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანრმთელდა 681, ხოლო გარდაიცვალა 16.











