კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება. მას მოსდევს იმერეთი, ხოლო შემდეგ აჭარა. აღნიშნული სამი რეგიონი კვლავ ცხელ ცენტრად რჩება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება 12 ნოემბრის მონაცემებით, ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა – 502, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
დღეს საქართველოში კოროანვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 3120 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2358 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 33.
ბოლო მანცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2656 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4878.











