მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა – 664, იმერეთი – 538, ქვემო ქართლი – 243, შიდა ქართლი – 175, გურია – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 238, მცხეთა-მთიანეთი – 91, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანრმთელდა 2 409 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 38.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2370 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5763.











