2 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება. სამი რეგიონი ქვეყნისთვის კვლავ ცხელ წერტილად რჩება.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კოროანვირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 39.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1978, ხოლო სტაციოინალური მეთვალყურეობის ქვეშ 6366 პირი.











