23 ნოემბერს კოროანვირუსის გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქს შემთხვევათა რაოდენობით მოჰყვება აჭრა, შემდეგ კი იმერეთი.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამასთან, დღეს ქვეყანაში კიდევ დაინფიცირდა 3 958 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 531, ხოლო გარდაიცვალა 36.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 137 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6 221.











