საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
23 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 559 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა – 100, იმერეთი – 227, ქვემო ქართლი – 116, შიდა ქართლი – 117, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 180, კახეთი – 241, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.79 %-ია.











