საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
28 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 584 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 392, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი – 413, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 40 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 7.0%-ია.











