3 თებერვალს საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში ვლინდება. დღეს დედაქალაქში ინფიცირების 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება სხვა რეგიონებში ასეთია:
აჭარა – 23, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 45, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 688 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 788, ხოლო გარდაიცვალა 13.











