დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში გამოვლინდა. როგორც ცნობილია, დღეს აჭარასა და იმერეთში ინფიცირების მსგავსი რაოდენობა ფიქსირდება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არ დაფიქსირებულა შემთხვევები.
ამასთან, დღეს ქვეყანაში კოროანვირუსის 2 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 537 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 19.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 080 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 253.











