კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევეიდან ყველაზე მეტი თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.
როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღეა იმერეთი ინფიცირების რაოდენობით აჭარას უსწრებს.
კოროანვირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
დღეს კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560, ხოლო გარდაიცვალა 22.











