საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
7 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 651 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 288, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 150, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168, კახეთი – 161, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 50 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7.67%-ია.











