13 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ყველაზე ნაკლები შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში ფიქსირდება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხდვით ასეთია:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 234, ქვემო ქართლი – 94, შიდა ქართლი – 103, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – შვიდი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 403.











