საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
28 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 225 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.5 %-ია.











