საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
30 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 677 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 23, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.53%-ია.











