საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
21 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 391 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 172, შიდა ქართლი – 90, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.42%-ია.











