საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
24 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 2 302 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა – 629, იმერეთი – 803, ქვემო ქართლი – 376, შიდა ქართლი – 381, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 537, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 924 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.53%-ია.











