საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
31 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 888 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა – 423, იმერეთი – 608, ქვემო ქართლი – 244, შიდა ქართლი – 364, გურია – 146, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 405, კახეთი – 438, მცხეთა-მთიანეთი – 159, სამცხე-ჯავახეთი – 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ცნობისთვის, 31 აგვისტს საქართველოში კორონავირუსის 4 778 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 79. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.92%-ია.











