საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
3 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 202 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა – 282, იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 188, შიდა ქართლი – 213, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 237, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 72, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ცნობისთვის, 3 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 86 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებლი კი 8.34%-ია.










