საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
6 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 415 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 175, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 46, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.94%-ია.











