საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
30 ნოემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 821 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 865, ქვემო ქართლი – 293, შიდა ქართლი – 482, გურია – 160, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 475, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი – 172, სამცხე-ჯავახეთი – 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 80 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.38%-ია.











