საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
5 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 359 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეში ყველაზე მეტი, 2 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











