საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
7 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 907 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 77, შიდა ქართლი – 43, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1547 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











