საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
24 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 208 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 12, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.04%-ია.











